საფინანსო კომპანია „ბერმელი“ 15 წლისაა. საიუბილეო თარიღი კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომელთა საზეიმო ღია კრებით და ალა-ფურშეტით აღნიშნა. „ბერმელის“ დირექტორმა, ქალბატონმა ეთერ ბერიძე-მელიქიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები გააცნო, ისაუბრა ორგანიზაციის მშენებლობის სირთულეებზე, წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე. ერთი ობიექტით ჩაყრილი „ბერმელის“ საფუძველზე 15 წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად აღმოცენდა 120 თანამშრომლიანი კომპანია თავისი ათეულობით ფილიალით ბათუმსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. კომპანია დღეს ერთ ერთი ცნობილი ქართული ბრენდია, რომელიც თავისი ძირითადი საქმიანობის გარდა, ბევრ დროულ და კეთილშობილურ საქმეს აკეთებს. ეს „ბერმელის“ ყველა თანამშრომლის სიამაყეა, ამიტომ ამ დიდ, საერთო ოჯახში მოპოვებული ნებისმიერი წარმატებაც საერთო სიხარულია – აღნიშნა ქალბატონმა ეთერ ბერიძე -მელიქიშვილმა და თანამშრომელთა არმიას სამომავლოდ უფრო მეტი პროფესიონალიზმისკენ მოუწოდა. კომპანიის ხელმძღვანელი არც სუსტი რგოლების დასახელებას მორიდებია, განსაკუთრებული წარმატების მქონე რამდენიმე ფილიალის წარმომადგენელს კი ფულადი ჯილდოები და ნოუთბუქები გადასცა. კომპანიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა ის 8 თანამშრომელი ახალგაზრდა დედა, რომლებიც ამჟამად დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან. განსაკუთრებული ჯილდოები გადაეცათ კომპანიის პირველ თანამშრომლებსა და ერთგულ მომხმარებლებს. საიუბილეოდ „ბერმელმა“ საკუთარი ჰიმნიც შექმნა, რომლის აჟღერებამაც განსაკუთრებული ემოცია შემოიტანა.
ვულოცავთ „ბერმელს“ იუბილეს და ახალ ახალ წარმატებებს ვუსურვებთ!
https://www.youtube.com/watch?v=negE42ezUto&feature=youtu.be