მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საქართველოს ევროპული გზა – საინფორმაციო შეხვედრა სოფელ გეგელიძეებში

საქართველოს ევროპული გზა – საინფორმაციო შეხვედრა სოფელ გეგელიძეებში

414
0

საინროფმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას.აჭარის ბიუროს წარმომადგენლები ამჯერად მიწვეულნი ვიყავით ქედის რაიონ სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში, სადაც ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. მან ისაუბრა ევროკავშირის არსზე, მიზნებსა და ამოცანებზე. ასევე შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველო-ევროგაერთიანების ურთიერთობები და მიღწეული შეხდეგები, ევროპული განათლება, DSFTA-ის უპირატესობები.

შეხვედრის ინიციატივა რა თქმა უნდა მოსწავლეებისგან წამოვიდა, რაშიც მათ დახმარება ისტორიის მასწავლებელმა თამთა ნიჟარაძემ გაუწია. სულ რაღაც 25 წლის გოგომ დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინა, რომ თავისი მოსწავლეებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა ევროკავშირის შესახებ, დაემსხვრია ის მითები რაც დღეს-დღეისობით ჩვენში ფართოდაა ფეხმოკიდებული და ანტიდასავლური პროპაგანდის ფართოდ გავრცელებას უწყობს ხელს. სკოლაში ასევე დაარსდა კლუბი „ევროპული გზა“, რომლის ფარგლებში ხშირად ჩატარდება დისკუსიები და შეხვედრები ევროკავშირის თემატიკასთან დაკავშირებით. თავის მხრივ ცენტრმა კლუბს გადასცა წიგნები და საინფორმაციო ბროშურები, რათა დაინტერესებულმა პირებმა უფრო მეტად გაიღრმაონ ცოდნა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ქვიზ შოუ, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი საჩუქრები. სკოლის დირექტორმა დურსუნ ნიჟარაძემ ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამგვარი ინფორმაციული შეხდვერების აუცილებლობას და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე გამოთქვა სურვილი, კერძოდ ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობასა და მოსწავლეების ჩართულობაზე.

ჩემთვის, როგორც ცენტრის სტაჟიორისა და ამავე დროს დამწყები ჟურნალისტისთვის ამგვარი აქტივობა ერთქვარი პრაქტიკა იყო, რათა უკეთ გავცნობოდი აუდიტორიასთან ურთიერთობის ტაქტიკას, მათი აზრების მოსმენას გაანალიზებასა და ჩაწერას. განსაკუთრებით კარგია ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც გულით გელიან და აინტერესებთ შენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გისვამენ კითხვებს და ებმებიან დიდი გულისყურით საუბარში.

ერთი სიტყვით შეხვედრა შედგა სოფელ გეგელიძეებში, სადაც გულთბილ დახვედრასთან ერთად პატარა „ევროპული ქედა“ დაგვახვედრეს მასპინძლებმა. არასდროს დამავიწყდება 85 წლის ესმა ბებო, რომელმაც ჩვენს დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

  • ბებო რაა ეს ევროპა ერთი რას გვთავაზობს ?
  • რას და ლამაზი უნდა დევილაპარაკოთ, კულტურულად და მოვეფეროთ იგენსაც და ერთმანეთსაც.

 

 

სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცენტრის სტაჟიორი ხატია რომანაძე