საქართველოს კულტურის სამინისტრომ, პროექტ „მუსიკალური ზაფხულის“ ფარგლებში, ქობულეთის მერიის მხარდაჭერით, 26 აგვისტოს კარგი საჩუქარი გაუკეთა ქობულეთელებსა და ამ კურორტ-ქალაქის სტუმრებს. ქობულეთის ცენტრალური ზღვისპირა პარკის ამფითეატრის სცენაზე ლეგენდარული ჯუჯების დღესასწაული გაიმართა…
კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ჩაუმქრალი ვარსკვლავები: ვახტანგ ტატიშილი, ნუგზარ კვაშალი, ნუგზარ ერგრმლიძე, ბესიკ კალანდაძე, ზურა კობეშავიძე, მაკა ქაჯაია და ჯამბაზი ვოვა. აჟღერდა ცნობილი ქართული ჰიტები, რომლებმაც კონცერტზე მოსული სხვადასხვა თაობის დიდძალი მაყურებელი კიდევ ერთხელ შეკრა და გააერთიანა…
კონცერტის პროდიუსერი და ორგანიზატორი გახლდათ მრავალი კარგი საქმის ინიციატორი და პროდიუსერი თამაზ ქაჯაია.