საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქვეყნის საჭადრაკო ისტორიაში ეს პირველი ოქროს მედალია, მანამდე, 2011 წელს, საქართველომ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ჩემპიონატში ყველა კონტინენტის 10 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებში 5 მოჭადრაკე თამაშობს, აქედან ორი: სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი ბათუმელია. გადამწყვეტ შეხვედრაში მათ მასპინძელი ჩინეთის ნაკრები დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყაიმიც საკმარისი იყო, ქართველმა მოთამაშეებმა სამი ტაიმი სწორედ ყაიმით დაასრულეს, ხოლო ერთ პარტიაში, გამარჯვება საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წევრმა მერი არაბიძემ მოიპოვა. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 17 ქულა მოიპოვა და რუსეთთან ყაიმის გარდა ყველა შეხვედრა მოიგო.