მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საქართველოს ქალაქებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები დაარბიეს

საქართველოს ქალაქებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები დაარბიეს

208
0

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის მაშტაბით „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ოფისი დაარბიეს. ამასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ პარტიის წარმომადგენლებმა გამართეს.

მათივე ინფორმაციით, დარბეულია ქუთაისის, გორის, ბათუმის და ოზურგეთის ოფისები.

ნუგზარ წიკალურის განცხადებით, ქუთაისში დარბევის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  საპარლამენტო ქალაქში მათ ოფისთან 100-მდე ადამიანია მობილიზებული, მათ შორის არიან ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.

წყარო http://mtavari.info