დღეს საქართველო სასტუმრო „ლეო გრანდში“ 24 ნოემბერს დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულ მოქალაქეებს გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ქალაქის მერმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთხვევის ადგილი ყვავილებით შეამკეს. მეოთხე დღეა ტრაგედიის ადგილას რიგით მოქალეებსა და დაღუპულის ახლობლებს თანაგრძნობის ნიშნად ყვავილები მიაქვთ და მათი ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს ანთებენ. -„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მძიმე დღეა. გლოვობს მთელი ქვეყანა. განსაკუთრებული განცდა არის ჩვენს ქალაქში, ჩვენს რეგიონში. კიდევ ერთხელ, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, თანაქალაქელებს“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 27 ნოემბერი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა.
P.S. მედიაჯგუფი „აჭარა p.s.“ უერთდება საყოველთაო გლოვას, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და ტელეკომპანია 28 ნოემბრის 11:00 საათამდე ვწყვეტთ მაუწყებლობას ტელეკომპანია „TV12“-ზე.