მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საქართველოში კანქვეშა ჩიპები 2022 წლიდან დაინერგება

საქართველოში კანქვეშა ჩიპები 2022 წლიდან დაინერგება

425
0

საქართველოში მომავალი წლიდან  შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპებიხელმისაწვდომი გახდება

iPlus-ის განცხადებით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებშიდაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.

iPlus-ის გენერალური დირექტორის კახა სეფიაშვილი განმარტავს, რომ ჩიპი პასპორტის, საკრედიტო ბარათების, ასევე სახლისა და მანქანის გასაღებების ფუნქციის როლს შეითავსებს.

ეს არის ჩიპი, რომელიც ინახავს ჩვენს პირად ინფორმაციას, მაგალითად საბანკო ბარათებსდა სახლის ან მანქანის გასაღების კოდს. მსგავსი ჩიპებია ტელეფონებში, ბარათებში, თუმცა ნაკლები მეხსიერებით“,- აცხადებს სეფიაშვილი.

შვედეთში აღნიშნულ ტექნოლოგიას ამ ეტაპზე იყენებს უკვე 30 000 ზე მეტი ადამიანი.