მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

494
0

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველად მიწისძვრა თბილისის დროით, 06:38 საათზე, სოფელ გამარჯვებასთან მოხდა და მისი სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას (ML) შეადგენდა.

ხოლო მეორე მიწისძვრა თბილისის დროით 09:54 საათზე დმანისში, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.