მთავარი მედიცინა საქართველოში COVID-19-ის 1942 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში COVID-19-ის 1942 შემთხვევა დადასტურდა

220
0

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 847 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 643 კვლევაანტიგენის ტესტით და 9 204 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა COVID-19-ის  1 942 ახალი  შემთხვევა.

ქვეყანაში covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებულიშემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობისდღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 650 პირი, ხოლო ჯამშიგამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 635 611.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ით  9 788 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა – 93, იმერეთი – 438, ქვემო ქართლი – 130, შიდაქართლი – 84, გურია – 33, სამეგრელოზემო სვანეთი – 129, კახეთი – 253, მცხეთამთიანეთი – 16, სამცხეჯავახეთი – 48, რაჭალეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანიმკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 362, აჭარაში – 501, იმერეთში – 1 263.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 549 პირი, მათ შორის, თბილისში – 570, აჭარაში – 132, იმერეთში – 480. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში – 173, აჭარაში – 34, იმერეთში – 33.

1 022 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურსასტუმროებში, მათ შორის 595 – თბილისში, 222 – აჭარაში.

41 569 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლოაჭარაში – 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან/ 24 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდანსაკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 265 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 329 ადამიანი

ავტორი: ლიკა შარაძე