საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 805 პირი.
რაც შეეხება აჭარას,Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5 იანვრის დილისმდგომარეობით, აჭარაში 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; 204 ადამიანია კოვიდ სასტუმროში.
რეგიონში ამ დროისთვის 120 მძიმე პაციენტია, 33 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.