მთავარი სხვადასხვა საშემოდგომო ფესტივალი და ახალი სპორტსკოლა ღორჯომში

საშემოდგომო ფესტივალი და ახალი სპორტსკოლა ღორჯომში

43
0

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში ახალი სასპორტო სკოლაც გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. ახალი სპორტსკოლის შენობაში მოეწყო 120 მაყურებელზე გათვლილი სავარჯიშო და საშეჯიბრო დარბაზი. სპორტულ სკოლაში სატრენაჟორო, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის სივრცეები იფუნქციონირებს.

ხვალ, 29 სექტემბერს კი სოფელ ღორჯომში ფესტივალი “შემოდგომა ღორჯომში” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობებია დაგეგმილი. ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იქნება დეკორაციები, ტრადიციული კერძები, რეწვის ნიმუშები, ნაქსოვები, ნაქარგები, ძველი საყოფაცხოვრებო და ხელნაკეთი ნივთები, ფესტივალის “შემოდგომა ღორჯომში” ოფიციალურად გახსნის უხუცესთა ანსამბლი ,,ღორჯომი”, გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, მოეწყობა საპატიო ღორჯომელების დაჯილდოება, სპორტული ღონისძიებები: დოღი, მკლავჭიდი, ფრენბურთი, ბაგირის გადაწევა, გირის აწევა, კოლტაში ტყორცნა, მარათონი…

ღონისძიება, წელს უკვე მეორედ ტარდება და მას როგორც ადგილობრივები, ასევე ღორჯომის თემიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადასული მოსახლეობა, ტურისტები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.