მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა

საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა

297
0

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით შემუშავებული პროექტის განხილვა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა. შეხვედრას მერის ადმინისტრაციის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა ბოლქვაძე და ახალგაზრდობისა და სპორტის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა პრიორიტეტების დაგეგმვის პროცესის გამჭვირვალობაზე, მრჩეველთა საბჭოებისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობასა და რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზე. შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით გაგრძელდა. პრეზენტაციის ბოლო ნაწილი დისკუსიას დაეთმო, სადაც მოწვეულ სტუმრებს კითხვის დასმისა და თავიანთი აზრებისა და შენიშვნების გამოთქმის საშუალება მიეცათ.