08.05.2018 სახალხო მოძრაობა „ბათუმური პლატფორმის“ ლიდერებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, 2013 წლის 26 მაისს, ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, ხელი მოეწერა ბათუმურ ქარტიას. ქარტიით ბათუმელები შეთანხმდნენ, რომ უნივერსალური ფასეულობები, საღი აზრი, ძველი ჯანმრთელი და ახალი ფორმების დამკვიდრება, ინოვაციებზე და განათლებაზე ფსონის დადება გარდაქმნის ბათუმს ევროპულ ქალაქად, და რომ ყველა ერთად, არ დაიშურებდა ძალ-ღონეს მიზნის მისაღწევად.
ბათუმური პლატფორმის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს დატრეინინგებული წრე და არა განათლებული პატრიოტი პროფესიონალები იქცნენ კადრების სამჭედლოდ. სქემა, რომელიც ბათუმში მოქმედებს, მიუღებელია ჩვენი ქალაქისათვის, დემოკრატიის დამახინჯებული ვარიანტია და დარღვევაა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიისა, რომელიც უნდა განხორციელლებულიყო ქალაქ ბათუმის მასშტაბითა და მთელი ქალაქის რესურსის გამოყენებით.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სახალხო მოძრაობა „ბათუმური პლატფორმის“ ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს