მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – დაკავებულია შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – დაკავებულია შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი

244
0

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო და ოპერატული ღონისძიებების შედეგად, თბილისის მერიისშესაბამის სამსახურებთან და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე  ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობისფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიისოთხი თანამშრომელი დააკავეს.

,,გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლებამოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ  ფულად თანხას.

ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიისთანამშრომლებს.

ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“-ნათქვამია განცხადებაში.