ხულოს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება. უკვე განახლდა მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. დღეს შემოტანილი იქნა 219 მმ დიამეტრის ფოლადის მილები. აღნიშნული სამუშაოები წარმოადგენს პროექტ “ბაბანური-ხულოს წყალსადენის” გაგრძელებას და სასმელი წყლით დაბა ხულოსა და მის მიმდებარე სოფლების ნაწილს მოამარაგებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყლის მილების გაყვანა და სათავე ნაგებობების მშენებლობა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 872811 ლარია გამოყოფილი და შ.პ.ს. “B&B” ახორციელებს.