შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძემ საკრებულოს აპარატის სტაჟიორებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. საკრებულოს აპარატში სტაჟირება ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტის ოთხმა კურსდამთავრებულმა გაიარა.