მთავარი სხვადასხვა სიახლე ბათუმში – რა სარგებლობას მოგვიტანს ოზონოთერაპია?!.

სიახლე ბათუმში – რა სარგებლობას მოგვიტანს ოზონოთერაპია?!.

325
0

ბათუმის სამშობიარო სახლში ოზონოთერაპიის მეთოდი დაინერგა. ოზონოთერაპია არამედიკამენტოზურ მკურნალობას ნიშნავს. კაბინეტი აჭარაში პირველია. ოთახი, რომელიც ოზონის უახლესი და თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი, სრული დატვირთვით 4 მაისიდან ამოქმედდება. თავდაპირველად კაბინეტი მოემსახურება ორსულებს, ხანდაზმულებს და გინეკოლოგიურ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ანთებითი და ვირუსული დაავადებები. ასევე ონკოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, დერმატოლოგიურ და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს. სამომავლოდ კაბინეტის პროფილის გაფართოება იგეგმება. კონკრეტული დაავადებების მკურნალობის გარდა ოზონოთერაპია გამოირჩევა ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედებით, კერძოდ, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ჟანგბადის მიწოდებას უჯრედებისთვის, ამცირებს ქოლესტერინს, აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს, გააჩნია ანტიტოქსიკური და ანტიჰიპოქსიური მოქმედება და ხსნის ქრონიკულ დაღლილობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ მისი გამოყენება არ გამორიცხავს მედიკამენტოზურ მკურნალობას და შესაძლებელია ჩატარდეს მკურნალობის სხვა მეთოდების პარალელურად. ოზონის მედიცინაში გამოყენება ევროპაში პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, ხოლო საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში.