აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა.შეხვედრას სავოევოდოს ვიცე მარშალი სტანისლავ დობროვა და მარშალის ოფისის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას პოლონეთში ქვემო სილეზიის და სილეზიის სავოევოდოებთან ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს. მხარეები ეკონომიკის, ტურიზმის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობენ. შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრმლობის კიდევ უფრო გაღრმავების შეეხო.
ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა უწყებაში აჭარა-სილეზიის თანამშრომლობის კომისიის სამუშაო შეხვედრები გაიმართა. დღეს, დელეგაციის წევრები ქობულეთში „აგრომარკეტის“ გახსნას დაესწრებიან და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია ბათუმს 10 მაისს დატოვებს.