ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 660 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში დასრულდა მოსამზადებელი სამუშაოები და მოეწყო გაბიონები, ამ ეტაპისთვის ორ კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს 5 სმ-იანი ასფალტის საფარის დაგება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ზიმო 7“ აწარმოებს. გორგაძეებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.