მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სოფლის ექიმებს ხელფასზე დანამატი წელსაც შეუნარჩუნდებათ

სოფლის ექიმებს ხელფასზე დანამატი წელსაც შეუნარჩუნდებათ

406
0

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრმა მედიკოსებს 2016 წელს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამას სამინისტრო მიმდინარე წელსაც აგრძელებს, რაც მაღალმთიანი აჭარის სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დამატებით 300 ლარის, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი 270 000 ლარს შეადგენს და დამატებით ანაზღაურებას ჯამში 107 ექიმი მიიღებს.

ზაალ მიქელაძის განმარტებით გამკაცრდება პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, მან ასევე, მედიკოსებს სთხოვა მეტი ინიციატივის წარმოდგენა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯოსებლად.