მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სტეპან ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ დევნილ ბავშვებს საზაფხულო დასვენება მოუწყო.

სტეპან ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ დევნილ ბავშვებს საზაფხულო დასვენება მოუწყო.

433
0

სტეპან ჩერნოვეცკის ფონდი „სოციალური პარტნიორობა“  –საქართევლოში ერთერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საზაფხულო არდადეგებს აწყობს. წელს ფონდმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ბავშვების დასვენებას გაუწია ორგანიზება.

ქობულეთში, 55 ბავშვმა მშობლებთან ერთად დაისვენა კომფორტულ პირობებში სამჯერადი კვებით. ბავშვებს უტარდებოდათ ექსკურსიები და გასართობი ღონისძიებები.

„პატარებისთვის ეს ნამდვილი დღესასწაული იყო. ბავშვები ასეთ არაჩვეულებრივ დასვენებაზე არც ოცნებობდნენ. ზოგი კი ზღვაზე პირველად იყო!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ პატარებს კიდევ უამრავ სიურპრიზს პირდება! ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა თავი იგრძნონ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად.“ – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

საქველმოქმედოფონდი „სოციალურიპარტნიორობა“ საქართველოშიმუშაობს 2012 წლის 12 აპრილიდან.

ფონდის ძირითადი მიმართულებებია: მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების აღმოჩენა.

ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში.

დღეისთვისფონდისმზრუნველობისქვეშარის 700 ადამიანი, მათშორის100 ბავშვი.

ფონდისოფიციალურისაიტი: https://fsp.ge/

ფონდისოფიციალურიგვერდი Facebook–ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership