მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სტუდენტების ვაქცინაცია

სტუდენტების ვაქცინაცია

198
0

ბოლო მონაცემებით აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირების 222 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნის მაშტაბით კი დაავადებულთა რიცხვი 300 აჭარბებს. ამ მიზნით დღეს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით სტუდენტების იმუნიზაცია დაიწყო. „მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან არამარტო საკუთარი თავი, დაიცვან შვილები, გადაამოწმონ აცრის სტატუსი და უზრუნველჰყონ აცრით“ -განაცხადა  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიზელაძემ.

დაავადებას 100%-იანი გადადება ახასიათებს, ამიტომ მედიკოსები 40 წლამდე ასაკის ადამიანებს და იმათ ვისაც დაავადება გადატანილი არ აქვთ, იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ. დაავადების სიპტომები იწყება თავის ტკივილით, მაღალი ტემპერატურით, ხველებით და ა.შ. მედიკოსები მოსახლეობას მიმართავენ, რომ მსგავსი სიპტომების შემთხვევაში პოლიკლინიკებს მიმართონ. აცრები ნებისმიერ პოლიკლინიკაში უფასოა, ორსულებისთვის კი დაუშვებელია.