მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სულხან ოქროპირიძის და არჩილ ხახუტაიშვილის შეხვედრა

სულხან ოქროპირიძის და არჩილ ხახუტაიშვილის შეხვედრა

214
0

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე USAID-ის პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ აღმასრულებელ დირექტორ არჩილ ხახუტაიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ საკითხებზე. აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს. დარეგისტრირებული ოთხი პეტიციიდან , ორი : დაბისა და სოფლების ცენტრებში საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობა და ცენტრალურ ქუჩებში სასმელი წყლის შადრევნების მოწყობას ითვალისწინებდა უკვე განხორციელდა, დანარჩენი საპეტიციო საკითხების განხორციელება კი უახლოეს მომავალში იგეგმება,რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში აბრებისა და ნიშნულების განთავსებას და ფიჭვნარის დასახლებაში არსებული სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვის და მართვის საკითხების გადაწყვეტას ითვალისწინებს.