დღეს მერიაში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მომდევნო ფაზის წინასწარი კვლევების შედეგებზე იმსჯელეს.
აღნიშნული პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში საკონსულტაციო კონსორციუმმა „Egis eau – IGR – MP – GHS” ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევის ანგარიში მოამზადა, რომელიც ქალაქის შემოერთებული ტერიტორიების: ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, დაბა ხელვაჩაურის წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას შეეხება. კვლევის ანგარიშის მიხედვთ ზემოაღნიშნული ტერიტორიების წყლისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაციისთვის დამატებით, დაახლოებით 80 მლნ. ევროა საჭირო. გათვლები საერთაშორისო საბაზრო ფასებს ეფუძნება.
შეხვედრას ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, მერიის შეაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, პროექტში ჩართული სპეციალისტები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.