მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება უმაღლესი საბჭოს სხდომა

უმაღლესი საბჭოს სხდომა

125
0

დღეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა აჭარის კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

ცვლილებები ძირითადად სამი მიმართულებით განხორციელდება, პირველია იმ პრობლემების და ხარვეზების აღმოფხვრა, რაც ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაშია. მეორე სახელისუფლებო ორგანოებს შორის ბალანსის დადგენაა, ხოლო მესამე დოკუმენტის საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაა.

აჭარის კონსტიტუციის კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, როგორც ქვეყნის, ასევე აჭარის კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილება არის „ქართული ოცნების კონსტიტუცია“, სადაც რეგიონის უფლებამოსილებები სუსტდება და აღნიშნული მოსმენები მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.