ქორწილი სტუმართა უპრეცენდენტო რაოდენობით, ბათუმში არსებულმა წვეულებათა სასახლე „კერამ“ ყველა რეკორდი მოხსნა… 25 ოქტომბერს გამართული ქორწილის ულამაზესი წყვილის – ლუკა გოგიტიძისა და ლიზი კონცელიძის შეუღლების დღე ერთბაშად 1750-მა ადამიანმა იზეიმა…

„კერას“ერთმუშტად შეკრული გუნდის გამოცდილმა წევრებმა ეს საპასუხისმგებლო დღე წარმატებით დააგვირგვინეს, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს მაღალი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი.

„კერა“ ყველასგან გამორჩეული და ყველა ახალგაზრდა წყვილის საოცნებო საქორწილო სასახლეა, რადგან არაჩვეულებრივი დიზაინით გაფორმებული ულამაზესი დარბაზი, ზღაპრულ ფერებში გადაწყვეტილი ნეფე-პატარძლის კუთხე, ბრწყინვალე მუსიკალური პროგრამა, არაჩვეულებრივი წამყვანი, საუკეთესო ღვინო, ენაწყლიანი თამადა, გემრიელი კერძების საოცარი სურნელი და მაღალი დონის მომსახურება – ნამდვილ საქორწინო განწყობას ქმნის…

კერას წიაღში სასწაულებიც ხდება, უამრავ სიურპრიზს შორისაა სადედოფლო კაბების ფართო არჩევანი, ნეფე-პატარძლის მომსახურე ავტომობილი, სასტუმრო და რა თქმა უნდა, ვარსკვლავთცვენა დარბაზში ქორწილის მსველობის დროს…

ვუსურვოთ ახლადშექმნილ ოჯახს ბედნიერება, მათი წვეულების სტუმრებს – ჯანის სიმრთელე და სიხარული, „კერას“ წარმატებები და სტუმართა სიუხვე, ჩვენს ქვეყანას კი ბევრი ასეთი წყვილი და ქორწილი!








