მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება უფასო სამედიცინო გამოკვლევა

უფასო სამედიცინო გამოკვლევა

313
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. სოფლის პირველად ჯანდაცვის ცენტრში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ.
აქციის მიმდინარეობის პროცესს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან – ნადიმ ვარშანიძესთან, საკანონმდებლო ორგანოს წევრებთან – ილია ნაკაშიძესთან, მერაბ კარანაძესთან და ერთად გაეცნო.
უფასო კონსულტაციები და კვლევები ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმებმა ჩაატარეს. მოსახლეობას ადგილზე შეეძლოთ მიეღოთ – ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება.
უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სამედიცინო კონსულტაციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის 2015–2016 წლებში ჩატარდა.