მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი „უფრო ახლოს ბუნებასთან“ – ბათუმის ბოტანიკური ბაღი ახალ პროექტს იწყებს

„უფრო ახლოს ბუნებასთან“ – ბათუმის ბოტანიკური ბაღი ახალ პროექტს იწყებს

322
0

18 აპრილს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი იწყებს პროექტის – „უფრო ახლოს ბუნებასთან“ განხორციელებას, რომელშიც პირველ ეტაპზე ჩართული იქნება ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების 80 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი მოზარდ თაობაში ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდა და საბუნებისმეტყველო განათლების ხელშეწყობა გახლავთ, მოსწავლეები გაივლიან 4 დღიან, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს.

აღნიშნული პროექტის განხორციელება გაზრდის ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო როლს, რაც მსოფლიო ბოტანიკური ბაღების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. პროექტის მე-2 ეტაპის განხორციელება ოქტომბრის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.