მთავარი სტატიები უხუცესი ექსპარლამენტარი ხელისუფლებას სახელმწიფო აზროვნებას უწუნებს

უხუცესი ექსპარლამენტარი ხელისუფლებას სახელმწიფო აზროვნებას უწუნებს

477
0

  უხუცესი ექსპარლამენტარი, ა/ო „საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის“ თავმჯდომარე – თამაზ ცინცაძე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ მას, როგორც „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერს, მორალური უფლება აქვს ხელისუფლება გააკრიტიკოს და თქვას: – „ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სახელმწიფო აზროვნების დეფიციტის ბრალია“.

  -„ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის ირგვლივ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები, თავიანთ განცხადებებში გვერდს უვლიან და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ პრობლემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური დასაყრდენის – ასეულ ათასობით ჰექტარი ჩაის პლანტაციის და მასთან დაკავშირებული სამრეწველო ინფრასტრუქტურის განადგურება, ფაბრიკების დანგრევა და ქვეყნის გარეთ ჯართად გატანა“ – ამბობს თამაზ ცინცაძე და მაგალითად ახლადაშენებული სალიბაურის მოწინავე ტექნოლოგიით აღჭურვილი ჩაის ფაბრიკა მოჰყავს, რომელიც ისდაანგრიეს და თურქეთში გაიტანეს, რომ ექსპლოატაციაში არც კი შესულა... ანალოგიურ ფაქტებს ადგილი ჰქონდა ქობულეთც, გურიასა და სამეგრელოში, აც ხელისუფლებამაც ხელი შეუწყო.

  -„გავიხსენოთ, როგორ განადგურდა შიდა ქართლში და სხვაგან ხეხილის ბაღები, სადაც მოკრეფილი ასეულათასობით ტონა ვაშლის რეალიზაცია რუსეთის ბაზარზე ხდებოდა. ამასთან რეალიზაციისთვის საჭირო ბაზარი დავკარგეთ, რომლირუსეთის პრეზიდენტისთვის დედის საჯარო გინებით ვერ დაბრუნდება და ეს არც შედის იმათ ინტერესებში, ვინც დღეს საქართველოს ეკონომიკის განადგურებაზე დაუღალავად საუბრობს... ამერიკის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ჯორჯ სოროსის იდეებზე აღზრდილი ადამიანები ქვეყნის ინტერესების დაცვას ვერ გვასწავლიან. აშკარა, რომ ქვეყანაში მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობის არს ამერიკის სპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ალენ დალესის დოქტრინის განხორციელებას ემსახურებ, ამის თქმის საფუძველს თავად აშშ სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ჯონ პერკინსის ნაშრომი ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ მაძლევს, რომელიც დეტალებში აღწერს, თუ როგორ შენიღბულად („დახმარების პროგრმებით“) ანადგურებდნენ მათთვის საინტერესო ქვეყნების ეკონომიკას“ – აღნიშნავს თამაზ ცინცაძე.

  ექსპარლამენტარი მძაფრ განცხადებებს არც რუსეთის მისამართით ერიდება, ამბობს, რომ რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას მისივე ისტორია ადასტურებს, თუმცა ამ ქვეყანასთან ურთიერთობაში სიფრთხილეს იჩენს თავად ამერიკა, ხოლო ჩვენი მეზობელი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა, დაინახა რა მათ მიერ სირიაში რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებ და რუსი მფრინავის დაღუპვ გამო რა ზიანიც მიადგა თურექთის ეკონომიკას, ამ ქვეყანასთან ურთირთობის დალაგების მიზნით რუსეთის პრეზიდენტთან თავად ჩავიდა, ბოდიში მოუხადა და დაღუპული რუსი მფრინავის ოჯახს სათანადო კომპენსაცია გადაუხადა. ჩვენ კი ამერიკის იმედად, არც კი ცდილბთ საშიშ ჩრდილოელ მეზობელთან საერთო ენის გამონახვას და ვაკეთებთ იმას, რასაც ჩვენზე გაცილებით ძლიერი თურქეთი კი ვერ დავ, ამის მიზეზი საქართველოს გამოუცდელი ხელისუფლები არასახელმწიფოებრივ ნაბიჯებში უნდა ვეძიოთამბობს თამაზ ცინცაძე.

  როგორც უხუცესი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რუსულ ანექსიაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს არანაკლები საფრთხეები მეზობელი თურქეთის მხრიდან, რომლის მაღალი რანგის სახელმწიფო წარმომადგენლები მოურიდებლად აცხადებენ: აჭარა, ახალციხე, ახალქალაქიც მათი ყოფილა და ამ მხარეებს თოფის გასროლის გარეშე დაიბრუნებენ... ისინი ბათუმში ჩამოსულ თურქ ტურისტებს ქართველ ექსკურსიათმძღოლებს სიახლოვესაც არ აკარებენ, მათივე ქვეყნის გამცილებლები კი ისტორიას ისევე უტიფრად ამახინჯებენ, როგორც ამას ისტორიის სახელმძღვანელოებსა და გაყალბებულ რუქებზე აკეთებენ. ასევე ჩვენს ქვეყანაში მუსლიმურ პანსიონებსა და სხვა დაწესებულებებს ისე ხსნიან, რომ ნებართვასა და რეგისტრაციასაც კი არავინ კითხულობს… ის, რომ ყოველივეზე საქართველოს ხელისუფლება რეაგირებას არ აკეთებს, სახელმწიფო აზროვნების დეფიციტზე მეტყველებს – დასძენს თამაზ ცინცაძე.