მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქობულეთში

ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქობულეთში

212
0

ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლის ქობულეთში რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე, გამგებელი სულხან ევგენიძე, მაჟორიტარი დეპუტატები ფატი ხალვაში და ანზორ თხილაიშვილი, საკრებულოს წევრები, ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიებები მძლეოსნურ გარბენში გამარჯვებულთა დაჯილდოებით დაიწყო, შემდეგ გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს ძმათა სასაფლაო, ასოციაციაში „ღირსეულ სიბერე“ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. უხუცეს ვეტერან ქალბატონს 93 წლის ქეთო თურქიას გამარჯვების დღე ოჯახში მიულოცეს, დღის ბოლოს კი სახელოვნებო სკოლაში საზეიმო კონცერტი გაიმართა.