მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ფეხქვეშ გათელილი 26-საუკუნოვანი ძმობის ისტორია…

ფეხქვეშ გათელილი 26-საუკუნოვანი ძმობის ისტორია…

231
0

მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის რედაქციებში არა ერთი ქართველის ზარი შემოდის, რომლებიც ამბობენ, რომ თელავივის აეროპორტში, ისრაელის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მათ ძაღლებივით მოექცნენ ებრაელი მესაზღვრეები და ქვეყანაში არ შეუშვეს. ჩვენც არა ერთი სტატია თუ ტელეგადაცემა მივუძღვენით ამ პრობლემას, თუმცა, ჩვენი 26 საუკუნოვანი ძმები მიდგომებს არ ცვლიან და ყველა ქართველს პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა მცხოვრებლებთან ერთად სასტიკად დევნიან.
ებრაული სტუმართმოყვარეობა აეროპორტში შექმნილი შთაბეჭდილებებით თუ ვიმსჯელებთ, მთელ ერზე გიცვლის წარმოდგენას, არა და ამის სწავლა მაინც შეიძლებოდა ქართველებისგან იმ 26 საუკუნის განმავლობაში, მანამ ერთ ჭერქვეშ გვიცხოვრია, საკუთარი ლუკმა-პური გაგვიყვია, შეგვიფარებია და ძმობის ხელი გავვიწვდია… ეს უმადურები კი სამაგიეროს აღთქმულ მიწაზე სტუმრად ჩასულ ქართველებს ენით აღუწერელი სისასტიკით გვიხდიან…
როგორც გითხარით, ბევრი გვიყვებოდა ამ არაადამიანური დამოკიდებულების შესახებ, თუმცა არ გვეჯერა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ასჯერ გაგონილის საკუთარი თვალით სანახავად წინასააღდგომო დღეებში ტელეკომპანია „ტვ12“-ის გადამღები ჯგუფი მოგვევლინა, ვიფიქრეთ, ერთი გზა და ბევრი ამბავი: თან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ წმინდა მიწიდან ექსკლუზიურ რეპორტაჟს მოვამზადებთ, ქართველი ებრაელების ცხოვრებასაც გავაცნობთ ჩვენს მკითხველსა და მაყურებელს და ამასთანავე დეპორტირებული ქართველების ნაამბობის სინამდვილეში დავრწმუნდებით თქო… მოკლედ, მივლინებაში გასაგზავნი ჟურნალისტებიც შევარჩიეთ, ყველა საჭირო საბუთი წესრიგში მოვუყვანეთ და თბილისის აეროპორტიდან ჩვენი ჟურნალისტი ლიკა გოგიტიძე ოპერატორთან ერთად თელავივში პირდაპირი ავიარეისით გავგზავნეთ.
ლიკა გოგიტიძე: – ისრაელის მიმართულებით დილის 7 სათზე გავფრინდით, ებრაული სტუმარ-მასპინძლობის `ხიბლი~ აღთქმულ მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ვიგრძენი, ჯმუხი და შეუვალი სახეებით დამხვდური ჩინოვნიკები ადამიანადაც არ გთვლიან, მათ არ აინტერესებთ ჟურნალისტი ხარ, პროკურორი თუ ინჟინერი, ყველას ერთი თვალით გიცქერიან და როგორც ადამიანზე დაგეშილი ძაღლები, ისე გიღრენენ… ზუსტად 2 საათი მალოდინეს შესასვლელში, თითქოს თარჯიმანი არ იყო მოსული და ეს ჩემი ბრალი იყო, მრავალგზის გამოთქმული პროტესტისა და ბევრჯერ შეწუხების შემდეგ, როგორც იქნა, თარჯიმანი მომიყვანეს, თუმცა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ ტელევიზიიდან გატანებული მივლინების ოფიციალური საბუთები თითქოს ყალბი იყო, მითხრეს, იტყუებით და ამის გამო პოლიციასთან მოგიწევთ ურთიერთობაო… დარწმუნებული ვიყავი რა საბუთების ნამდვილობაში, კატეგორიულად მოვითხოვე მოეყვანათ პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ ამაოდ, ეტყობა ნერვებსა და გამძლეობაზე მაბარებინებდნენ ტესტს, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, პოლიცია რომ ვერსად ვნახე, საელჩოს წარმომადგენელთან გასაუბრება მოვითხოვე, არც ამან გაჭრა… მოგვიანებით, როცა ჩვენს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, თითქოს პოლიციაში წამიყვანეს მეც და ჩემი ოპერატორიც, მაგრამ სადღაც ბინძურ ოთახში შეგვიყვანეს, სადაც უამრავი ქართველი, უკრაინელი და სომეხი დამხვდა, აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი 10 დღე ამ ოთახიდან ელოდა სამშობლოში დაბრუბებას, ზოგი მგზავრი ქალი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი… როდესაც გაურკვევლობაში მყოფმა მგზავრებმა გაიგეს, რომ ტელევიზიის თანამშრომლები ვიყავით, დაჟინებით მთხოვდნენ ამეღო მათგან ინტერვიუები და გამევრცელებინა, ასეც მოვიქეცი, ჩემს წინ რესპონდენტების რიგი დადგა… თუმცა ვერც პროფესიული მოვალეობა შევასრულე ბოლომდე, ებრაელებმა კამერა ჩამოართვეს ოპერატორს და გადაღებული მასალაც მთლიანად წაგვიშალეს… თავი მართლაც ჯოჯოხეთში მეგონა, ამ ბინძურ ოთახში გამომწყვდეულ ხალხს საპირფარეშოშიც კი 4 საათში ერთხელ უშვებდნენ, სიგარეტის მოწევა სასტიკად იყო აკრძალული, საჭმელზე რომ არაფერი ვთქვათ… როცა მოთმინების ფიალა გაივსო, ჩემს `მასპინძლებს~ დავპირდი, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად გავაშუქებდი, მათ მითხრეს, რომ დღესვე დაგაბრუნებთ საქართველოშიო, მანამდე კი სხვების მსგავსად 10 დღით იმ ოთახში გამომწყვდევით მემუქრებოდნენ… იქ ადამიანად არ გთვლიან და არც არავინ გიხსნის, რა ხდება შენს თავს, რატომ გექცევიან ასე… ბუნებრივია, რადგან მივლინებით მივდიოდით, წინასწარვე გარკვეული გვქონდა ჩვენი მასპინძლების ვინაობა, სასტუმრო, გადასაღები ლოკაციები და რესპონდენტებიც, ყველას კოორდინატებიც თან გვქონდა, გადაურეკეს თითოეულ მათგანს და ისე დაემუქრნენ, ჩვენი ნაცნობობა ბარნაბასავით ყველამ ერთბაშად უარყო… მოკლედ, დიდი ბრძოლისა და ვაივაგლახის შემდეგ, საბუთებჩამორთმეულები, შეურაცხყოფილები, მორალურად განადგურებულები და სრულიად ებრაულ სამყაროზე აზრშეცვლილები, როგორც იქნა საქართველოში მომავალ თვითმფრინავში ჩაგვსვეს, ამაში ნამდვილად დაგვეხმარა ჩვენი პროფესია, თორემ ვინ იცის, რამდენ ხანს მოგვიწევდა ამ მდგომარეობაში დარჩენა…
თვითმფრინავი თბილისისკენ მოფრინავდა, არშემდგარი ებრაული მოგზაურობის შემდეგ ილუმინატორში კარგად ჩანდა გაჩახჩახებული თელავივი, ვტოვებდით იუდეველთა ქვეყანას და არ გვტოვებდა ფიქრი იმაზე, რომ ნუთუ ვერ ხედავენ ამას ჩვენი 26-საუკუნოვანი ძმები, ქართველი ებრაელობა საამაყოდ რომ გაუხდიათ და გულზე მჯიღებს იბრაგუნებენ, ნუთუ არ შეუძლიათ, რომ წინ აღუდგნენ ასეთ სახელმწიფო პოლიტიკას და საკუთარ ხელისუფალთ თანამოძმეთა პატივისცემისაკენ მოუწოდონ? ნუთუ მართლა უძლურნი არიან ამ ყველაფრის წინაშე თუ ისე გაგვყიდეს და გაგვიმეტეს, როგორც თავის დროზე იუდამ გაიმეტა ქრისტე!..