დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ფოთში ფერომონიანი დამჭერები დაამონტაჟეს.
ვახტანგ მეტრეველის განმარტებით, “მოიზიდე და მოკალი” -ის მეთოდი ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოზამთრე ფაზის დროს საცხოვრებელ სახლებსა და შენობა-ნაგებობებში რაც შეიძლება მცირე რაოდენობის მავნებელმა გადაინაცვლოს.
მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში,რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდესEBRD-ის შეხედულებას.