პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ შეხვედრა დაბა შუახევში, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ამომრჩეველთან გამართა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათგან დაბაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. -„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, განსაკუთრებულ ყურადღებას დაბის განვითარების გეგმაზე გავამახვილებ. დაბაში სკვერებისა და პარკების გაშენება-გამწვანება აუცილებელია. ასევე, მნიშნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობით, სხვადასხვა პროექტების განხორციელება, კულტურის სფეროს პოპულარიზაცია. ერთობლივი მუშაობით, მუნიციპალიტეტში არსებული პოტენციალის ათვისებას შევძლებთ“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა. ამომრჩეველთან ფრიდონ ფუტკარაძემ მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და მოსახლეობას ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური