გუშინ საღამოს ქობულეთში მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა საფარი დააზიანა, პარკის ტერიტორიაზე თვითმხილველების განცხადებით ქარბორბალა დატრიალდა, რომელმაც მრავალწლიანი ნაძვი ფესვებიანად მოთხარა, ხე საბავშვო ატრაქციონს დაეცა და დააზიანა. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ პარკის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს დილიდან ქობულეთში ქარის მიერ დაბინძურებული ქუჩები იწმინდება.