მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „ქართული ოცნება“ აჭარაში გამარჯვებას ზეიმობს

„ქართული ოცნება“ აჭარაში გამარჯვებას ზეიმობს

292
0

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შემაჯამებელი ბრიფინგი ბათუმის მერობის კანდიდატ ლაშა კომახიძის მხარდამჭერთა კლუბში, სადაც კომენტარები გააკეთეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძებ და თვით ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ. ზურაბ პატარაძის განცხადებით, შესაძლოა კენჭისყრის დღეს ტექნიკურ ხარვეზებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. მთავრობის თავმჯდომარემ გამორიცხა არჩევნებში სუს-ის ჩართულობა და ე.წ. კარუსელები და სხვა. პატარაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ძალიან პოზიტიურად და დემოკრატიულად დასრულდა. ლაშა კომახიძის განცხადებით მეორე ტური გამორიცხულია, რადგან მისი წარმატება პირველ ტურშივე ნათელია.