მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „ქართული ოცნების“ კანდიდატები ცნობილია!

„ქართული ოცნების“ კანდიდატები ცნობილია!

401
0

ბათუმში, ერას მოედანზე შეკრებილ „მეოცნებეთა“ ხალხმრავალ აქციაზე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 8 ოქტომბრის არჩევნებში იბრძოლებენ: ბათუმის 68-ე ოლქში – ფატი ხალვაში, 2012 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი ქობულეთიდან, 69-ე ოლქში კენჭს იყრის – ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მეან-გინეკოლოგი, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტიორი; 70-ე ოლქში კი პარლამენტარობისთვის მუხრან ვახტანგაძე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი იბრძოლებს. ქობულეთელ ამომრჩეველს „ოცნება“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ კობა ნაკაიძეს სთავაზობს, ხელვაჩაურში ამავე პარტიიდან ილია ნაკაშიძე, ხოლო ხულო-შუახევსა და ქედაში ამჟამად მოქმედი პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე იყრის კენჭს.

რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიას, ის ასე გამოიყურება:

ბათუმის 68-ე ოლქი – ვახტანგ წულაძე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი; 69-ე ოლქი – ილია ვერძაძე, პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე; 70-ე ოლქი – ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ქობულეთში გამარჯვებისთვის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და ამჟამად აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი გიორგი რომანაძე, ხელვაჩაურში მერაბ კარანაძე, ხულო-შუახევსა და ქედაში – ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე იბრძოლებს.