პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი დავითაძეთან ერთად, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებმა მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება უსურვეს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური