ქართულ ჭიდაობაში აჭარის პირად პირველობას დიდებში ამჯერად ქედამ უმასპინძლა.
პირადი პირველობა 02-03 ივნისს, ქედის სასპორტო სკოლაში, აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 6 წონით კატეგორიაში ჩატარდა. მასში აჭარის მუნიციპალიტეტების 30-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
ღონისძიების საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ: აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე, ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ურიადმყოფელი, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის სამსახურის უფროსი კატერინა ქაჯაია, სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილე გივი ბარამიძე, ფედერაციის და მუნიციპალიტეტების სასპორტო სკოლების წარმომადგენლები.
აჭარის პირადი პირველობის მაღალორგანიზებულად ჩატარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ქედის სასპორტო სკოლა ფედერაციის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილეს, გივი ბარამიძეს გადასცა.
დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლების შემდეგ, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
60 კგ.
I-მარად გორგაძე (ქედა);
II-გოდერძი ოსანაძე (ქედა);
III-კობა თავართქილაძე (ხულო).
66 კგ.
I-კობა მახარაძე (ქედა);
II-მიხეილ ზოიძე (შუახევი);
III-გია აბაშიძე (შუახევი).
73 კგ.
I-სანდრო ქათამაძე (ბათუმი);
II-ზურაბ მახაძე (ბათუმი);
III-ომარ ჯაყელი (ბათუმი).
81 კგ.
I-ენრი ბერიძე (ქედა);
II-როლანდ თავართქილაძე (ხულო);
III-ალეკო კეკელიძე (შუახევი).
90 კგ.
I-ლადო ჭაღალიძე (ბათუმი);
II-მერაბ ზოიძე (შუახევი);
III-ალეკო იაკობაძე (ხულო).
+90 კგ.
I-სანდრო ქათამაძე (ბათუმი);
II-ალეკო კეკელიძე (შუახევი);
III-იაგო ცეცხლაძე (შუახევი).
6 წონით კატეგორიაში პირველ ადგილებზე გასული სპორტსმენებისაგან ჩამოყალიბდა აჭარის ნაკრები, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, საქართველოს პირად პირველობაზე აჭარის და ფედერაციის ღირსებას დაიცავს.