ქედაში, მდინარე აჭარისწყლისა და აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც 2 მილიონ 100 ათასი ლარი დაიხარჯება. წლების განმავლობაში ორივე მდინარე უამინდობისას საფრთხეს უქმნიდა როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. პროექტი 2017 წელს დასრულდება და ამით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ზიმო-7″ ახორციელებს.