მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქედაში ტურისტული ლაშქრობები კვლავ აქტუალურია

ქედაში ტურისტული ლაშქრობები კვლავ აქტუალურია

261
0

გასული წლების მსგავსად, ქედის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, გამგეობა კვლავ უწევს სხვადასხვა მიმართულებით ლაშქრობებს ორგანიზებას. 30-მდე ქედელი ახალგაზრდა ტურიზმის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით, დღეს დილით აგარა-პირველი მაისი-მახუნცეთის მიმართულებით გაემგზავრა, სადაც ბუნებრივ და კულტურულ ძეგლებს დალაშქრავენ.
ლაშქრობის მონაწილეები გამგეობამ სპეციალური მაისურებით, ჩანთებით, და სხვა საჭირო აქსესუარებით აღჭურვა. გათვალისწინებულია მათი კვებით უზრუნველყოფაც.