მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქედაში 26 მაისი სპორტული აქტივობებით გაიხსნა

ქედაში 26 მაისი სპორტული აქტივობებით გაიხსნა

231
0

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქედაში სპორტული აქტივობებით გაიხსნა. ეს წუთებია დასრულდა 2 კმ მანძილზე მარათონი სირბილში. ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან მონაწილე სპორტსმენებმა დაბა ქედაში მდებარე ხიდიდან აიღეს სტარტი და 9 აპრილის ქუჩის გავლით დაფარეს მანძილი. პირველობა არვის დაუთმო მარადი გორგაძემ, მეორე ადგილს ნიკა ბარამიძე დაჯერდა, ხოლო მესამეზე ტარიელ კონცელიძე გავიდა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. სპორტულ აქტივობებსა და დაჯილდოების ცერემონიალს თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები ესწრებიან.
ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ჩვენია!…
ქედაში საზეიმო ვითარებაა.