მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქედის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სახლი შენდება

ქედის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური სახლი შენდება

123
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს დაბა ქედაში ყოფილი სამკერვალო საწარმოს ბაზაზე ახალი სოციალური სახლის რეკონსტრუქციის პროცესს გაეცნო. რეგიონის პირველ პირი მიმდინარე სამუშაოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ქედის მერთან, ლევან გორგილაძესთან ერთად გაეცნო. ყოფილ სამკერვალო საწარმოს შენობაში 12 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაბინავდება. ორწლიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 436 046 ლარია, მაისის თვეში დასრულდება. ობიექტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ოცამდე ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება სხვადასხვა სამსახურების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია, რომელიც სოციალურ სახლში დასაბინავებელ ოჯახებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩევს. 2016 წელს სახელმწიფოსგან 273 053 ლარი კომპენსაცია მიიღო 2012 წელს მიწისძვრით დაზარალებულმა 94 ოჯახმა. გარემონტდა დაბა ქედაში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის შენობები, სადაც პირველ ეტაპზე 54 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, ხოლო მეორე ეტაპზე სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები მეწყერის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახი. სოფელ კოლოტაურში 2015 წლის ნოემბრში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ლევან სალაძის 6 წევრიან ოჯახს ახალი სახლი აუშენდა. მიმდინარე წელს ასევე 2 ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი. ბინის მაძიებელთა პროგრამით უკვე ისარგებლა 44 ოჯახმა.