მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთელები ნაზამთრალ ქალაქს ალაგებენ

ქობულეთელები ნაზამთრალ ქალაქს ალაგებენ

362
0

ნაზამთრალი ქობულეთის საფუძვლიან დალაგებას ა(ა)იპ „ქობულეთის სანდასუფთავების“ თანამშრომლები ადრიანად შეუდგნენ.
სამსახურის ხელმძღვანელის რაულ ჩელებაძის ინფორმაციით, დასუფთავება ქალაქის მრავალბინიანი კორპუსების ეზოებიდან დაიწყეს, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსების ეზოები და სკვერები დეტალურად სუფთავდება და წესრიგში მოდის.
„ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურის დირექტორის განცხადებით, ეს არ არის ერთჯერადი აქცია და მსგავს სამუშაოებს ქალაქში პერმანენტული ხასიათი მიეცემა, – „ჩვენ აქტიური სამუშაოები დავიწყეთ და დაულაგებელს ქალაქის არც ერთ უბანს არ დავტოვებთ, თუმცა, მარტო ერთი სამსახურის ძალები საკმარისი არ არის, ამიტომ ქალაქის მოვლა-პატრონობა თითოეული მოქალაქის უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს“ – აცხადებს რაულ ჩელებაძე.
ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით დაგეგმილი დასუფთავების აქციამ 13 თებერვალს ზღვის სანაპირო ზოლში გადაინაცვლა, დასუფთავების მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებიც შეუერთდნენ. ამჯერად აქციის მონაწილეებმა ნაზამთრალი პლაჟი და მიმდებარე ტერიტორია ფიჭვნარის მახლობლად დაალაგეს.
ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების შემდეგ ა(ა)იპ „ქობულეთის სანდასუფთავება“ ქალაქის მწვანე ზოლების მოწესრიგებასაც გეგმავს.

ჯიმშერ ასლანიძე