ქობულეთი და ბულგარეთის ქალაქი ვარნა დამეგობრდნენ. მემორანდუმს ხელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქ. ვარნას მერმა ივან პორტნიხმა მოაწერეს. ვარნას მერის მიწვევით სამ დღიანი ვიზიტით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრები ბულგარეთში იმყოფებიან. ტურისტულ ქალაქებს შორის ურთიერთანამშრომლობის დამყარება მიზნად ეკონომიკის, სპორტის, ტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აგრარულ საკითხთა სფეროებში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას ისახავს.