მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთის მერობის კანდიდატი სოფელ ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის მოსახლეობას შეხვდა

ქობულეთის მერობის კანდიდატი სოფელ ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის მოსახლეობას შეხვდა

205
0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე სოფელ ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის მოსახლებას შეხვდა.                    მერობის კანდიდატმა ადგილობრივი მოსახლეობისგან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მირიან ქათამაძემ შეხვედრაზე ასევე, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები განიხილა, რომელთა შორის, კომუნიკაციების მოწესრიგება, გზის საფარის დაგება და სოფლების გაზიფიკაციაა.          – „ყველა საკითხი იქნება გააზრებული, თანმიმდევრული და ყველა გადაწყვეტილება აუცილებლად მოსახლეობის ფართო ჩართულობით იქნება მიღებული“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.                                                                                              მოსახლეობასთან შეხვედრები მირიან ქათამაძემ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გამართა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური