მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთის მერობის კანდიდატი სოფელ ზედა ლეღვასა და ოჩხამურის მოსახლებას შეხვდა

ქობულეთის მერობის კანდიდატი სოფელ ზედა ლეღვასა და ოჩხამურის მოსახლებას შეხვდა

300
0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე სოფელ ზედა ლეღვასა და ოჩხამურის მოსახლებას შეხვდა.                    მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.                                                                                            – „ის დიდი მხარდაჭერა, რომელსაც თქვენთან შეხვედრისას ვგრძნობ, ძალიან დიდი მუხტის, დიდი სტიმულის სახით 21 ოქტომბრამდე გამყვება და 21 ოქტომბრის შემდეგ, ჩემი პირველი მოვალეობის საფუძველი იქნება, რაც ხალხზე ზრუნვაა“, – მიმართა ზედა ლეღვას მოსახლეობას მირიან ქათამაძემ. მერობის კანდიდატმა ადგილობრივი მოსახლეობისგან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.       – „მზად ვარ იმისთვის, რომ როგორც თქვენ ხართ ჩემს გვერდით, ასევე დავდგე თქვენთან ერთად და ყველა სატკივარი, ყველა პრობლემა მივიტანო იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.                                                                                            მოსახლეობასთან შეხვედრები მირიან ქათამაძემ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გამართა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური