მთავარი სხვადასხვა ქობულეთის საზოგადოებამ ყოფილი რედაქტორი გაიხსენა

ქობულეთის საზოგადოებამ ყოფილი რედაქტორი გაიხსენა

288
0

დღეს ქობულეთის მუზეუმის ადმინისტრაციის ორგანიზებით საბჭოთა წლებში ქობულეთის რაიონული გაზეთის – „ლენინელის“ ყოფილი რედაქტორის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის – ალექსანდრე დოლიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიების დაწყებამდე ორგანიზატორებმა და ოჯახის წევრებმა, სტუმრებთან ერთად ყვავილებით შეამკეს აწ გარდაცვლილი იუბილარის საფლავი. საღამოს ალექსანდრე დოლიძის ოჯახის წევრებთან ერთად ქობულეთის საზოგადოების, დოლიძის ყოფილი თანამშრომლები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუზეუმის დირექტორმა რეზო ტაკიძემ ალექსანდრე დოლიძის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა, ყოფილი რედაქტორი გაიხსენეს ჟურნალისტებმა ეთერ ჩხაიძემ და ლია გრძელიძემ, იურისტმა როსტომ გუნთაიშვილმა, მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის მთავარმა რედაქტორმა ჯემალ მეგრელიძემ, მამის მოღვაწეობაზე ისაუბრეს შვილებმა ზაურ და ლიანა დოლიძეებმა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებასა და მუზეუმის დირექციას მამის გახსენებისთვის მადლობა გადაუხადეს. დღეიდან ქობულეთის მუზეუმში შეიქმნა სახელობითი ფონდი, რომელიც წარსულში მოღვაწე ამაგდარ ქობულეთელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალებით შეივსება, მათ შორის ჟურნალისტი ალექსანდრე დოლიძე პირველია.