აქტიურად მიმდინარეობს ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, ამ ეტაპზე, მეორე – 18 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება. ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, სულ 15 ხიდი აშენდება. მათ შორის არის ხიდები, რომელთა მშენებლობაც ახალი MSS ტექნოლოგიით – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბის გამოყენებით ხორციელდება. ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელის – ვიადუკის მშენებლობა, რომლის სიგრძე კილომეტრი და180 მეტრია. ამ ეტაპზე, ხიდზე მალის ნაშენის, ტროტუარების, რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, სხვადასხვა მონაკვეთზე საავტომობილო კვანძთან არსებული გზის მიერთების სამუშაოები ხორციელდება.
https://youtu.be/IRiYX-32gcc