ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე და საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე მოჭიდავე ზვიად ლაზიშვილსა და სპორტ სკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქობულეთელმა სპორტსმენმა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა. მან შერეული ორთაბრძოლის 66 კგ-იან და გრაპლინგის 70 კგ-იან კატეგორიებში მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ქობულეთის ხელმძღვანელობამ მსოფლიო ჩემპიონს უმასპინძლა