მთავარი სხვადასხვა ქობულეთში გამთენიისას გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში გამთენიისას გაჩენილ ხანძარს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა [ვიდეო]

1828
0

ხანძარი ქობულეთში - adjarapsდღეს, გამთენიისას დაახლოებით 5 საათზე ტრაგედია დატრიალდა ქობულეთში, კერძოდ შერმანდინ ართმელაძის კერძო სასტუმროს სამსართულიან შენობას ხანძარი გაუჩნდა. სასტუმროში ბათუმში მიმდინარე ფესტივალის მონაწილე ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „სიხარულის“ მოცეკვავეები ცხოვრობდნენ. მაშველებმა შეძლეს ჯგუფის წევრთა ევაკუაცია, თუმცა, სამწუხაროდ ალმოდებული შენობიდან სამი ბავშვის გამოყვანა ვერ მოხერხდა, ისინი მოგვიანებით ექსპერტიზისთვის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა სასტუმროს შენობა და ინვენტარი, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველოს, სახანძრო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, აჭარის მთავრობის წევრები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. ტრაგედიის დეტალები ნახეთ ვიდეოში.

https://youtu.be/Y8P_HZd2hmg